გიგი წერეთელი - ენმ-ს და სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, ჩვენ არც დაგვიშვია, რომ შეიძლებოდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რეალური განხეთქილება ყოფილიყო

ასეთი ტიპის შიდა გარიგებები თუ შეთანხმებები რაღაცის სანაცვლოდ, ბუნებრივია, ისე არ ხდება, ტყუილად მთავრობა არ გამოიტანდა თავის საჩივრებს პრეზიდენტის მიმართ, არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის წესი, როგორც მოქმედებს და ოპერირებს დღევანდელი ხელისუფლება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ინფორმაციას, მთავრობის მიერ პრეზიდენტის მიმართ შეტანილი საჩივრების უკან გატანის შესახებ.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ენმ-ს და სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს“ არც დაუშვია, რომ შეიძლებოდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რეალური განხეთქილება ყოფილიყო.

„ოღონდ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამის მოლოდინი არც გვქონია განსხვავებით სხვებისგან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინც ფიქრობდა, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტის განცხადებებს შეიძლებოდა რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყოლოდა და მასსა და მთავრობის შორის განხეთქილება გაჩენილიყო. როგორც ჩანს, ეს ასე არც არის. გაგვიკვირდებოდა ეს რომ ასე ყოფილიყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი შეხედულებების სისწორეს,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა