მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, რომელთაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს