პაატა მანჯგალაძე - მაინტერესებს ადამიანებს, რომლებიც არ მოდიან აქციაზე, რა არგუმენტები და მიზეზები აქვთ -2-3 მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს

მანდატს დავტოვებ იმ წამიდან, როგორც კი მანახებენ უკეთეს გეგმას, როგორ შეგვიძლია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ , -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უფრო მეტი კოორდინაცია უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კოორდინაცია ყოფილიყო პარტიებს შორის, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ამ აქციაზე მოვიდე. მოვიდე აქციაზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის გადარჩენასთან, სიცოცხლის მხარდაჭერასთან, მოვიდე აქციაზე, რომელიც არის ევროპული კურსის მხარდამჭერი. მაინტერესებს ხალხს ან ადამიანებს, რომლებიც არ მოდიან, რა არგუმენტები და მიზეზები აქვთ. ვიცი, რომ ერთიანობის უფრო მეტი მიზეზი და საფუძველი გვაქვს ვიდრე ის, რომ აქციაზე არ მოვიდეთ. ამიტომ, ორი და სამი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვიქნებით ბევრი? მოვა ევროპა ჩვენთან, ვიქნებით ბევრი? იქნება კარგი ცხოვრება. ვერავინ შეძლებს მოტყუებას, ვერავინ გაგვიბედავს, რომ ჩვენი ძარცვა გააგრძელოს ისევე, როგორც ღარიბაშვილი თავის ახლობლებს, ცოლს უფორმებს საქართველოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხს, პაატა მანჯგალაძის თქმით, ის იმ შემთხვევაში დატოვებს მანდატს, თუ უკეთესი გეგმა იქნება ხელისუფლების ჩამოსაშორებლად.

„მანდატს დავტოვებ იმ წამიდან, როგორც კი მანახებენ უკეთეს გეგმას, როგორ შეგვიძლია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. გეგმის გარეშე მანდატის დატოვება ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ მივცეთ გამოსავალი, რომ თქვან, მინდოდა რეკომენდაციების შესრულება, მაგრამ ოპოზიციამ წაიღო მანდატები, არ გვყოფნის საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმები და ამიტომ ვერ შევდივართ ევროპაშიო. ვიცი, რომ კონსულტაციები იქნება. კიდევ ერთხელ, ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ იყო კოორდინაცია ამ აქციასთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მაინც აქ არის. ვისაც არ მოსწონს, სხვა აქცია გაკეთოს, იქაც მივალ. ახლა არ არის ინტელექტუალური ჭიდილის დრო, ახლა არის საქმის კეთების დრო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა