მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გაუშვებენ.

„გუშინ, ფაქტობრივად ე.წ. მოსამართლემ კრემლის გადაწყვეტილება გააჟღერა. დიახ, გუშინ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელით, პუტინმა გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი, რომ მისი ციხეში დარჩენა ნიშნავს მის გარდაუვალ სიკვდილს. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საერთაშორისო ძალიან ავტორიტეტული ექსპერტების და ექიმების დასკვნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ალბათობით მოწამლულია.

თუ ჩვენ, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი დავუშვით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ამ სირცხვილს თაობების განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავს. აქციები მწვავე ფორმის იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში არ გადაიყვანენ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, აქციაზე ასევე იმყოფებიან „სტრატეგია აღმაშენებელის“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში