ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციონერებმა დაასრულონ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა - ნიშნის მოგებით, დაბოღმილი და წაგებულის პოზიციიდან საუბარი უნდა მორჩეს, ახლა ერთობის დროა

ნიშნის მოგებით, დაბოღმილი და წაგებულის პოზიციიდან საუბარი უნდა მორჩეს. ამის დრო არ არის, ახლა არის ერთობის დრო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რით იქნება განსხვავებული მის მიერ დაგეგმილი აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ დაგეგმილი აქციებისგან.

ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა და პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის სამუშაოდ.

„ყველას მოვუწოდებ, ოპოზიციონერებმა დაასრულონ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა. ახლა ძალა ერთობაშია. ჩემს წინამორბედზე განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს და ეს უკავშირდება არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ნიშნის მოგებით, დაბოღმილი და წაგებულის პოზიციიდან საუბარი უნდა მორჩეს. ამის დრო არ არის, ახლა არის ერთობის დრო.

2 დღეა, რაც ყრილობამ ოფიციალურად ამირჩია თავმჯდომარედ, მას შემდეგ, რაც არჩევნებში 50 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო. მე მინდოდა სწრაფად გამეხსნა რაიონებში ოფისები, ლოჯისტიკა აგვეწყო, მოვმზადებულიყავით, თუმცა რუსული რეჟიმი ამის საშუალებას არ გვაძლევს და ვხედავთ, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადეს პუტინთან მებრძოლ მთავარ სარდალს. ახლა ფორსმაჟორში გვიწევს მუშაობა. უნდა ვიყოთ საგანგებო რეჟიმში. ვინმეს ჰგონია, რომ ხელებს ჩამოუშვებთ? არ ჩამოვუშვებთ. ვინმეს ჰგონია, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ? - მოვიგებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა