ცოტნე კობერიძე - პარლამენტს ან ტოვებ, ან უნდა იყო და გააგრძელო საპარლამენტო ცხოვრება, სხვა შემთხვევაში გამოცხადებულ არდადეგებს ჰგავს

პარლამენტს ან ტოვებ, ან შიგნით უნდა იყო და გააგრძელო საპარლამენტო ცხოვრება, იმის იქით, ეს გამოცხადებულ არდადეგებს ჰგავს , - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მკაფიო უნდა იყოს და არა სანახევროდ მიღებული.

"ამ პროცესში მთავარი არის ახსნილი იყოს. ტყუილში არ ვამყოფოთ ხალხი, რომ ბოიკოტი და მანდატების დატოვება ერთი და იგივე რამეა. ამის შემდეგ, საკუთარმა ამომრჩეველმა, მისმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, რა ჰგონია სწორი და რა - არა. მე თუ კაცი მკითხავს, პარლამენტს ან ტოვებ, ან შიგნით უნდა იყო და გააგრძელო საპარლამენტო ცხოვრება, იმის იქით, ეს გამოცხადებულ არდადეგებს ჰგავს, სადაც ერთი მხრივ, შენს მხარდამჭერებს, რომლებიც კატეგორიულად არ ემხრობიან პარლამენტში ყოფნას, ეუბნები, რომ პარლამენტში არ ვარ. მეორე მხრივ, ცდილობ სხვა ტიპის ამომრჩევლებს, ვისაც შენი პარლამენტში ყოფნა უნდა, უთხრა, რომ აი, მანდატი მაქვს და რომ რამე შევბრუნდები. მე არ მომწონს ასეთი „ბლარი" გადაწყვეტილებები, უფრო მკაფიო ნაბიჯები მიყვარს. მე რომ ამ პარტიის წევრი ვიყო, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებდი - ან მანდატს დავტოვებდი, ან პარლამენტში ვიმუშავებდი, სანახევროდ არა“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, ამ და სხვა საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები 2020 წლის არჩევნების შემდეგ სულ არის.

„ მკაფიო ხაზები გვექნება, შევეცდებით, რომ ერთმანეთის იდენტობები არ "გავბლაროთ", აჯაფსანდალი არ იყოს, არამედ იყოს თვითმყოფადი პარტიების მიერ კონკრეტული შეთანხმებები, კონკრეტული, ერთი სამოქმედო პროცესი. ამის იქით რაიმე განსაკუთრებულ თანამშრომლობებს არ ველოდები, რაც შეიძლება გულისხმობდეს რაღაც ტიპს ერთობას, უფრო შინაარსობრივი ტიპის კონკრეტული აქტივობები იქნება, რაშიც მონაწილეობას ერთად მივიღებთ“, -განაცხადა კობერიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა