ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე პარლამენტის თავმჯდომარეს უვადო მსჯავრდებულთათვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თხოვნით მიმართავს

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის თხოვნით მიმართავს.

პაპუაშვილისთვის გაგზავნილ დოკუმენტში პაპიძე დახურულ რეჟიმში მყოფი უვადო მსჯავრდებულთათვის ყოფითი და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვს.

„ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას - „პატიმრობის კოდექსში დახურულ რეჟიმთან, „უვადო“ მსჯავრდებულთათვის ყოფითი და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ცვლილების თაობაზე“. გთხოვთ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მისცეთ შესაბამისი მსვლელობა და კანონით დადგენილ ვადაში გადასცეთ შესაბამის კომიტეტს“, - წერს პაპიძე.

ის საკანონმდებლო წინადადების მიღების მიზეზებს განმარტავს. როგორც პაპიძე აღნიშნავს, დახურული რეჟიმი უვადო მსჯავრდებულთათვის არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მიღების უფლებას. მისივე თქმით, #5 ქალთა დაწესებულება ასევე არ ითვალისწინებს ღია სივრცეს, რეკრეაციულ ზონას ფლორით.

მსჯავრდებულის თქმით, დახურული რეჟიმი უვადო მსჯავრდებულთათვის ხელის შემშლელ რეალობას წარმოადგენს შიდა-საბაზისო უფლებებისთვისაც, რადგან უვადო მსჯავრდებულს დასაქმების საშუალება და იმ ღონისძიებებზე დასწრება არ შეუძლია, რომელიც დაწესებულებაში ეტაპობრივად იმართება. მსჯავრდებულის თქმითვე, შეზღუდულია თითქმის ყველა იმ მარეაბილიტირებელ, შემეცნებით, სპორტულ და სახელოვნებო კურსში ჩართვა, როგორც ეს სხვა მსჯავრდებულებისთვის კანონით დაშვებულია.

მაგდა პაპიძის განმარტებით, დახურული რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები იზღუდება. მისივე თქმით, უვადო მსჯავრდებულს შეზღუდული აქვს კომუნიკაციები.

მსჯავრდებულის განცხადებით, დახურული რეჟიმის დაწესებულებიდან უვადო მსჯავრდებულს უფლება არა აქვს პირადად მიდიოდეს და სარგებლობდეს დაწესებულებაში არსებული მაღაზიით და ბიბლიოთეკით. პაპიძე ასევე ამბობს, რომ დაწესებულებაში დღეში ერთი საათით ჭერახდილ ოთახში ხდება გასეირნება, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს.

მაგდა პაპიძე მის მიერ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე განმარტავს, თუ რატომ უნდა მიიღონ მის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება.

„ზემოთ აღნიშნული და რიგი პრობლემების ჩამონათვალიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, კანონში უნდა მოხდეს დაკონკრეტებული ცვლილება - დახურულ რეჟიმთან - უვადო მსჯავრდებულთათვის შიდა, საბაზისო უფლებების - დასაქმების, განათლების, დაწესებულებაში არსებულ ყველა აქტივობაში იმ დოზით ჩართვა, როგორც ეს ხელეწიფება დანარჩენ სხვა მსჯავრდებულს.

გთხოვთ, მაცნობოთ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, - წერს მაგდა პაპიძე შალვა პაპუაშვილს.

ცნობისთვის, 2015 წელს, მაგდა პაპიძე საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელობაში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა