ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა პროკურორებს და გამომძიებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი შოთაძის განაცხადებით, თანამშრომლების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება, პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რანგირება თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პროკურატურაში, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა.

2020 წლიდან დღემდე ჩატარებულია რანგირების საბჭოს 5 სხდომა, რომლის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანოების/სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი 286 პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურების საკითხი განიხილა, რომელთა საქმიანობა განსაკუთრებით წარმატებული და გამორჩეული იყო.

დღეის მდგომარეობით, პირველი და მეორე რანგი მინიჭებული აქვს 146 თანამშრომელს. პირველი რანგი - 39 პროკურორს და 10 გამომძიებელს, მეორე რანგი - 74 პროკურორს და 23 გამომძიებელს მიენიჭა“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა