ანა წითლიძე - არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ - მთავარი წინააღმდეგობა ქუჩაში უნდა იყოს

არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ. ჩემი აზრით, მთავარი წინააღმდეგობა ქუჩაში უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პარლამენტიდან გასვლა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„არ შეიძლება ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე ვისაუბროთ, თუ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში მოკლავენ. ჩემი აზრით, მთავარი წინააღმდეგობა უნდა იყოს ქუჩაში, მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი ქუჩაში უნდა შექმნას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, აქ მნიშვნელოვანია ვის რა რესურსი აქვს.

ასევე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ბრძოლა, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, იცით, რომ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვემხრობი პარლამენტიდან და საკრებულოდან გასვლას. პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გასვლა უნდა იყოს ბრძოლის ნაწილი და არა ერთდღიანი ნიუსი. ეს უნდა იყოს შედეგზე გათვლილი, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ზიანი შეიძლება მიიღოს პარტიამ, ასევე, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ სპექტრს“,- აღნიშნავს წითლიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა