გია ხარჩილავა - პროტესტი გამწვავდება, იქნება სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება - ყველა დემოკრატიული მეთოდებით, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ

პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ პროტესტმა მიიღოს არა ერთპარტიული, არამედ ეროვნული, საერთო კონსოლიდირებული ხასიათი და ამის დაანონსებას უკავშირდება დღევანდელი შეკრება მთავრობის ადმინისტრაციასთან , - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხარჩილავას თქმით, ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საერთო გეგმა შემუშავდეს.

მისივე თქმით, პროტესტი გამწვავდება.

„გუშინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არა თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფის უფლება მისცა, არამედ ტყვეობაში დატოვებით, მან ტყვეობაში დატოვა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი.

ეს საკითხი გასცდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილებით საკითხებს და გაუტოლდა საზოგადოების 81%-ის მოთხოვნას. ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უპირისპირდება.

პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ პროტესტმა მიიღოს არა ერთპარტიული, არამედ ეროვნული, საერთო კონსოლიდირებული ხასიათი და ამის დაანონსებას უკავშირდება დღევანდელი შეკრება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საერთო გეგმა შემუშავდეს. ეს არის, მხოლოდ პირველი ეტაპი. პროტესტი გამწვავდება. გამწვავდება ყველა ორბიტაზე. იქნება სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება და ყველა დემოკრატიული მეთოდებით, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ხარჩილავამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას უნდა შეუერთდნენ ის პარტიები, ვინც რეალურად გაუსწორებს თვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ დრამატიზმს. „ვისაც საქართველოს პროდასავლური მომავალი აწუხებს, ეს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო კონსოლიდაციის საკითხი“, - აღნიშნა ხარჩილავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა