აკაკი მინაშვილი - პროტესტი არის ბერკეტი, რომ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს - საერთაშორისო წნეხი მზარდია, ახლა ქვეყნის შიგნით არის საჭირო მობილიზაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით საპროტესტო აქტივობების ყველგან გამართვა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პროტესტი არის ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საპროტესტო აქტივობები ყველგან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა მენეჯმენტმა კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეული უთანხმოებები გვაქვს, ახლა კონსოლიდაციის დროა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ აქტივობებსა და მოქმედებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მმართველობა განსაზღვრავს. პროტესტი არის ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენ წნეხი გავაძლიეროთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაიყვანოს. საერთაშორისო წნეხი მზარდია, ახლა ქვეყნის შიგნით არის საჭირო მობილიზაცია“, - განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება მანდატების დატოვების საკითხს, მისი აზრით, ოპოზიცია პარლამენტში თავიდანვე არ უნდა შესულიყო.

''ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით. ახლა არის კონსოლიდაციის დრო და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მმართველობა, ახალი თავმჯდომარე, ფრაქციის ხელმძღვანელობა და ნებისმიერ აქტივობაში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა მზარდი, თანმიმდევრული მუხტის შემქმნელი საპროტესტო აქტივობები, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა