მიხეილ ყაველაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და მისი მეშვეობით, ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს „გლობალური ომის პარტიის გეგმა - არეულობის გზით, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“.

მისი თქმით, რადიკალიზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული პროცესია.

„რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრთას ერთი დამკვეთი ჰყავს - გლობალური ომის პარტია, რომელსაც არეულობა, ხელისუფლების შეცვლა და მისი მეშვეობით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს. „ნაციონალური მოძრაობა" შიდა არჩევნების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ახლა ამ თემით სპეკულირებას ცდილობენ. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ხმამამაღალი საუბრით ცდილობდნენ, რაღაც ემოცია გამოეწვიათ - თითქოს, ბევრი ადამიანია ამ პროცესის მონაწილე. რადიკალიზმი მათთვის ჩვეული პროცესია, რომელსაც წარსულშიც მიმართავდნენ. დღეს მათი ლიდერი ბატონი ხაბეიშვილია - ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ყველაფრის მკადრებელია", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალის" პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა