ლაშა ტუღუში - ირაკლი კობახიძეს თუ უნახავს განვითარებულ ქვეყნებში სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს მინისტრი? - ქცევის წესები აუცილებლად მოიტანს შეზღუდვებს ჟურნალისტებისთვის

ქცევის წესები აუცილებლად მოიტანს შეზღუდვებს ჟურნალისტებისთვის , - ამის შესახებ ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარლამენტის მიერ შემუშავებულ მედიისა და ჟურნალისტების ქცევის წესებზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა ტუღუშის თქმით, ხელისუფლებას უნდა აერჩია სხვა გზა, მათ კონსულტაციები ჟურნალისტებთან უნდა გაევლოთ.

„რაც მე წავიკითხე, ვფიქრობ, რომ გარკვეულ შემთხვევებში მედიის შეზღუდვა ნამდვილად შეიძლება იყოს გაუმართლებელი, რადგან ის ჩანაწერები იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და ძალიან კომფორტულია პარლამენტის წევრებისთვის. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება, ეს არის ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შეზღუდვებს ჟურნალისტებისთვის.

მათ უნდა აერჩიათ სხვა გზა, უნდა გაევლოთ კონსულტაციები და შეჯერებული მოდელი შეეთავაზებინათ. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ჟურნალისტებს მოწინააღმდეგეებად და როგორც მტრებს, ისე უყურებენ, ეს არის ჩვენი პრობლემა და აქედან გამომდინარე რაღაც დაწერეს, წაიკითხეს გადმოიწერეს, გადაიწერეს და გამოსცეს გარკვეული დოკუმენტი“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი რეგულაცია სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რადგან ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ნებისმიერი მსგავსი რეგულაცია, რომელიც აწესრიგებს ჟურნალისტის მოქმედებას, ლამაზად და კარგადაც რომ იყოს გადმოწერილი დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკა, სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რადგან ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული სხვადასხვანაირად.

აქ ხდება აშკარად ის, რომ ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არიან, თავისთვის კომფორტულ რეჟიმს ქმნიან და არ ქმნიან კომფორტულ რეჟიმს საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ თქვენ გზღუდავენ. მომავალში მე ველოდები პრობლემებს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში გადაცემაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „არსად უნახავს პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს ფოიედან ფოიეში დასდევს და ოთახებში უვარდება“, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ უნახავს ბატონ ირაკლის განვითარებულ ქვეყნებში სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს მინისტრი?“

ასევე, ლაშა ტუღუში გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მანდატების დატოვებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვას.

„ბუნებრივია, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პროტესტი და ის ამ პროტესტს გამოხატავს ღიად, საჯაროდ, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება ფორმას, ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვას. თუ ხარ პოლიტიკოსი, გჭირდება სივრცე, პარლამენტი გაძლევს სივრცეს ბრძოლისთვის, არის მნიშვნელოვანი არენა იმისთვის, რომ შენი პარტიული ინტერესები დაიცვა.

მე არ ვუჭერდი არც ადრე მხარს და ვერ დავუჭერ ვერც ახლა, როდესაც საუბარია მანდატების დატოვებაზე. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. შენ გირჩევს მოქალაქე პარლამენტში, გაძლევს ხმას, გიცხადებს ნდობას იმისათვის, რომ იბრძოლო და არა იმისათვის, რომ იქიდან წამოხვიდე. შენ მიზეზები შეიძლება გქონდეს ბევრი, მაგრამ პარლამენტიდან წამოსვლის აზრი არც ადრე მესმოდა და არც ახლა მესმის - არ მესმის, რატომ უნდა დაიპატარაო შენი სივრცე.

მე კრიტიკულად ვუყურებ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს, როგორ მუშაობენ პარლამენტში, მაგრამ ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ მანდატია ცუდი ან პარლამენტის წევრობაა ცუდი, ეს არის იმის ბრალი, რომ შეიძლება უმრავლესობაც ცუდად ექცევა მათ, მაგრამ მათი როლიც შესრულებული არ არის ისე, როგორც უნდა ასრულებდნენ. მათი სისუსტეა, როდესაც პარლამენტში ამ ხარისხით არაეფექტურები არიან“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა