მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დღევანდელ აქციაზე განაცხადა, ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა არ მიეცემა.

დღესვე, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა