ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი მაშველები თურქეთში უახლოეს დროში ჩავლენ

უკრაინელი მაშველები თურქეთში უახლოეს დროში ჩავლენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.

“თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას თანაგრძნობა გამოვუცხადე საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თურქ ერს ეწვია მიწისძვრების გამო. ვუთხარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ უკრაინიდან თურქეთში მაშველების რაზმს და ტექნიკას ვგზავნით, რომლებიც დახმარებას გაუწევენ საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში”, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ სპეციალისტებს შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ სტიქიური უბედურებების შედეგების დაძლევაში და თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში უახლოეს დროში ჩავლენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა