თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 326-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 326-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრამ თურქეთის 10 რეგიონზე მოახდინა გავლენა და გარდაცვლილთა რიცხვი ამ მომენტისთვის 4 544 ადამიანს შეადგენს.

სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, სირიაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 782 ადამიანს შეადგენს, აქედან 970-ზე მეტი ადამიანი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაიცვალა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაცვლილთა რიცხვი 812 ადამიანს შეადგენს.

თურქეთის მთავრობის, „თეთრი ჩაფხუტებისა“ და სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ორ ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა როგორც მინიმუმ 30 474 ადამიანს შეადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა