გერმანიის თავდაცვის მინისტრი - მსოფლიო პუტინის გარეშე უკეთესი იქნებოდა

ყოყმანისა და კომპრომისის გარეშე, მსოფლიო პუტინის გარეშე უკეთესი იქნებოდა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანულ სამიზნეებზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ რუსი პროპაგანდისტების მუქარასთან დაკავშირებით საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას ეს მუქარა არ აშინებს.

"ეს ნამდვილად არ მაშინებს. ერთი არის ის, რაც ხდება შიგნით და მეორე არის ის, რაც ხდება პროპაგანდაში. ბოლოს და ბოლოს, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას აკეთებს პუტინი, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის გონივრული მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გუშინ კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა