მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს.

„მთელი გულით ვულოცავ ჩემს ალმა-მატერს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოჩენილი ქართველი მეცნიერები ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარეს საფუძველი – დააარსეს ევროპული სტანდარტების მქონე ეროვნული უნივერსიტეტი. სწორედ 8 თებერვალს, დიდი ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სამხრეთ კავკასიაში დაფუძნდა პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც რეგიონში განათლების მთავარ კერად იქცა.

დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვით, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობების განათლების საქმეში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გუნდი და პირადად მე, ყოველთვის ვდგავართ უნივერსიტეტის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მას ისტორიული მისიის შესრულებაში.

კიდევ ერთხელ, სრულიად საზოგადოებას ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. მჯერა, რომ უნივერსიტეტის წიაღში კვლავაც აღიზრდებიან თაობები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანენ", - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა