რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებს ეწვევა

მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სავარაუდოდ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებს ეწვევა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, ერდოღანის ვიზიტი ქალაქ კაჰრამანმარაშსა და მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად მდებარე ჰათაის პროვინციას მოიცავს.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქიის ზონაში მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში