საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხდომაზე DRG სისტემასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს DRG სისტემაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი საოპერაციო საკითხები, რომელმაც შეიძლება კლინიკების მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე გავლენა იქონიოს. შესაბამისად, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია, რეფორმის მიმდინარეობისას პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საბოლოო ჯამში პაციენტი არ დაზარალდეს და რეფორმის მიმდინარეობა წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს სრულად შეესაბამებოდეს.

მათივე ცნობით, საუბარი, ასევე, ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ფასებს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და მასზე სადაზღვევო პროდუქტების დაშენების შესაძლებლობას შეეხო.

შეხვედრის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე, 2025 წლის ჰოსპიტლების სერტიფიცირების საკითხზე იმსჯელეს, რაც ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება და სათანადო მომზადებას მოითხოვს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით წევრი კომპანიების მოსაზრებები მოისმინა, რათა ასოციაციას პრაქტიკული პოზიცია ჰქონდეს და თავად ვიყოთ კონკრეტული ცვლილებების ინიციატორი. ამ ეტაპზე ჩვენ ასოციაციის სამოქმედო დღის წესრიგს ვაყალიბებთ, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება როგორც გრძელვადიანი გამოწვევებისთვის კონკრეტული მოსაზრებების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაზიარება, ასევე რეფორმის მსვლელობისას მარტივი საოპერაციო ხარვეზების დროული გასწორება და დაკორექტირება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად