საბა ბუაძე - თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე რისკი ემუქრება საპატიმროში, ცხადია, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ სააკაშვილის გარდა, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს

სამწუხაროდ, ამას წარმატებას ვერ ვუწოდებდი, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, მისი დაკავება ვაჭრობის გარეშე უნდა მომხდარიყო.

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, სამწუხაროდ, ამას წარმატებას ვერ ვუწოდებდი, დანაშაულის აღკვეთა მომენტალურად, ვაჭრობის გარეშე უნდა მომხდარიყო. ფაქტობრივად, ტერორისტთან ვაჭრობა გამოუვიდა „ქართულ ოცნებას“, როცა ბადრი ესებუას მე მგონი, ნახევარი მილიონი დოლარი გაატანა. თუმცა, კარგია, რომ ერთი კრიმინალით ნაკლებია დღეს თავისუფალი“, - აცხადებს ბუაძე.

მან ასევე ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ეს მიმდინარე პროცესებიც ძალიან კარგად აჩვენებს განსხვავებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. სამწუხარო და სავალალო მდგომარეობას ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, როცა წარსულის ძალები ისევ ცდილობენ ხელში აიღონ ვითარება, ვანო მერაბიშვილი ცდილობს ერთგვარ რეინკარნაციას თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მერაბიშვილსაც და ამ ადამიანებს არანაირი ახალი შეთავაზება არ აქვთ, ზუსტად იგივე სიბინძურით და ძველმოდური, „ენკავედეს“ მეთოდებით შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, როგორც ამას თავად ადასტურებენ, ფარული ჩანაწერებით, ჭორების გავრცელებით და მთლიანად, ამ სიბინძურის ნიაღვრით. ამიტომ, აუცილებელია, საზოგადოებას ვაჩვენოთ რა არ მოგვწონს და რით ვართ ჩვენ უკეთესი. ეს მხოლოდ იმითაა შესაძლებელი, რომ ვისაუბროთ იმაზე, რისი მანდატიც საზოგადოებამ მოგვცა. სააკაშვილის საკითხის გარდა, უნდა მოვახერხოთ და იმ რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, რომელიც ხალხს აქვს, სააკაშვილის პრობლემა ნამდვილად არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის გამოწვევა. თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე რისკი ემუქრება საპატიმროში, ცხადია, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ სააკაშვილის საკითხის გარდა, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. როგორც საკრებულოს წევრი, ყოველთვის ვცდილობ ვისაუბრო თბილისში არსებულ პრობლემებზე, ავარიულ სახლებთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობაზე, სატრანსპორტო რეფორმაზე, მიუსაფარ ცხოველებზე და.ა.შ“, - განაცხადა ბუაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა