კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ პირველი ეტაპისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განაცხადების წარდგენა შესაძლებელია სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა.

მისივე თქმით, განაცხადების წარდგენა 27 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„რაც შეეხება მედია არტის მიმართულებას - აქ განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, მოგვიანებით იგეგმება, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. დამატებითი ინფორმაციის მიღებას და განაცხადების ატვირთვას მსურველები შეძლებენ კონკურსის ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში, რაც კონკურსი არსებობს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, მთავრობის სხდომის შემდეგ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მონაწილეობის მსურველებს მიაწოდოს.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო