გიული ალასანია - პრეზიდენტს არაფერს ვუპასუხებ - ყველა ადამიანს აქვს თავისი მორალი და ღირებულებები - მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა

მე პრეზიდენტს არაფერს ვუპასუხებ. უბრალოდ, იცით, რაშია საქმე?! მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ისიც, რომ თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის სხვა დანაშაული მას არ ახსენდება.

„მე პრეზიდენტს არაფერს ვუპასუხებ. უბრალოდ, იცით, რაშია საქმე?! მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ისიც, რომ თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა 2008 წელს. როგორც ირკვევა, ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული, სხვა დანაშაული მე არ მახსენდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი არჩევანი გააკეთოს, თავისი მორალი აქვს, ღირებულებები“,- აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ალასანია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, და „ვერ მოძრაობს“.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა