პაატა კვიჟინაძე - 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილება უმთავრდება და შეიძლება ერთი წელი ვერ ავირჩიოთ  - ამიტომ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს!

2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილება უმთავრდება და შეიძლება ერთი წელი ვერ ავირჩიოთ - ამიტომ ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს! - ასე ხსნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება.

როგორც კვიჟინაძემ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვის დროს აღნიშნა, ეროვნული ბანკი შეიძლება პრეზიდენტის გარეშე დარჩეს, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებით ამ მოცემულობის გადაზღვევა ხდება.

„ევროპამ 12-პუნქტში დეპოლარიზაციის თაობაზე გვითხრა, მაგრამ ხომ ხედავთ, ვერ ხერხდება - რომ ვერ მოხერხდეს, თავი უნდა დავიზღვიოთ. ის თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი ვერარჩევის შემთხვევაში, ეს კანონით უნდა იყოს განსაზღვრული და არა ეროვნული ბანკის ბრძანებით“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ამასთან, კვიჟინაძემ, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, მზაობა გამოთქვა, რომ პროექტი მეორე მოსმენით განხილვის დროს იმდაგვარად დაკორექტირდეს, რომ ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობა არ დაემატოს და ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე - პრეზიდენტი იყოს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

ეროვნული ბანკი “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ ინიციატივას არ ეთანხმება, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ცვლილებების პროექტის დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, რომ მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს. მესტვირიშვილის თქმით, ეს აღიარებული პრინციპია, რაც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ირღვევა და ეროვნული ბანკის საბჭო ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხსა და წესს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა