ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილზე - ლობისტური კონტრაქტის ფარგლებში ვხედავთ, რომ კონკრეტული ექიმებისთვის გადახდილია თანხა, რაშიც დანაშაულებრივი არაფერია, მაგრამ ცხადია, ინტერესი არსებობს, კონკრეტული რაკურსით იქნას წარმოდგენილი ეს საქმე

როცა გარკვეული საერთაშორისო მედიის ყურადღება ექცეოდა სააკაშვილის საქმეს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის დაგეგმილი კამპანიის ნაწილი, რომელიც კარგად ორგანიზებულია და კონკრეტული თანხაა გადახდილი. ეს დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ეს იყო ორგანიზებული კამპანია და დაკვეთა, რომელშიც დიდი თანხებია გადახდილი.

„ცხადად ვხედავთ, რომ როცა აქ გვიკიჟინებენ, მათ შორის, თქვენი კოლეგები, ტელევიზიები, რომ მთელი მსოფლიოა შეძრწუნებული მიხეილ სააკაშვილის საკითხით და ამ თემით არიან დაკავებულები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მარტივი დაკვეთა, რომელშიც კონკრეტული თანხაა გადახდილი და მოდით, ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან დიდი თანხა, მილიონს აღწევს. ამის გარდა, ნიშანდობლივია, როცა ჩვენ გვასაღებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხით მაღალი დონის ადვოკატები არიან დაინტერესებული, რომელთა კვალიფიკაციაში არ შევალ, მაგრამ როგორც ვიცი, ისინი სხვა სფეროში არიან დაკავებული, მათ შორის უძრავი ქონების სფეროში. აღმოჩნდა, რომ ისინი არიან დაქირავებული ადვოკატები, რომლებიც კონკრეტულ მხარეს წარმოადგენენ. ეს არის ორგანიზებული კამპანია და ეს არის რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებული იყო ფლიდობით და საზოგადოების მოტყუებით და ამას აგრძელებენ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც.

ლობისტური კონტრაქტის ფარგლებში ვხედავთ, რომ კონკრეტული ექიმებისთვის გადახდილია კონკრეტული თანხა, რაშიც დანაშაულებრივი არაფერია, მაგრამ ცხადია, ინტერესი არსებობს, რომ კონკრეტული რაკურსით იქნას წარმოდგენილი ეს საქმე. საუბარი იყო იმაზე, რომ სამედიცინო ისტორია და ანამნეზი მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ რაც ჩვენ თვალი მივადევნეთ სასამართლო გარჩევებს, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვერ დავინახე, რომ სააკაშვილის გუნდს გამოეტანა ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობაც შეუძლებელი იყო იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფება,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

"რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა