ირაკლი კობახიძე - ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა

ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა, თავიდან ყალბი ეგონა.

„რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს... თავიდან „ფეიკი“ მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა და იხუმრა,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია“.

"მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე და ბუნებრივია, მასაც „ძალიან მძიმე რეაქცია“ ექნებოდა. კობახიძის თქმით, ასეთი რამ თეორიულად რომ მოხდეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა