ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მანდატები ენანებათ - მათი ხელფასი ფინანსური შეღავათია კეზერაშვილისთვის, თუ მანდატებს დატოვებენ, დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება ოლიგარქისთვის

თავიდან თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ თქვეს, რომ მანდატებს არ ტოვებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა რეჟიმში იქნება "ნაციონალური მოძრაობა". მთავარია, რომ ისინი დასუსტების რეჟიმში არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მანდატები ენანებათ.

„რეალურად, მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მათი ხელფასები ფინანსური შეღავათია კეზერაშვილისთვის. თუ მანდატებს დატოვებენ, დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება ოლიგარქისთვის, ვინც "ნაციონალურო მოძრაობის" შესაბამის ფრთას აფინანსებს.

აქედან, გამომდინარე, მათ უკან დაიხიეს. თავიდან თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ თქვეს, რომ მანდატებს არ ტოვებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა რეჟიმში იქნება "ნაციონალური მოძრაობა". მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში. ეს არის მთავარი რეჟიმი, რაც მათ ახასიათებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, ეს არის ძალიან კარგი პროცესი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაში წარიმართება. ეს არის დასუსტების პროცესი, რაც მგონია, რომ შეუქცევადი იქნება",- აღნიშნავს კობახიძე.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეს თუ 40 კაცი იკრიბება, 40 კაციც ზედმეტია ხაბეიშვილისთვის და მისი მეგობრებისთვის”.

„იმის რესურსი, რომ ქვეყანა არიონ, ნულოვანია. სწორედ ამიტომ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ხედავენ, რომ ნულოვანი რესურსი აქვთ ლიდერებს. აქედან გამომდინარე, არავითარი რესურსი არ არსებობს, რომ ქვეყანა არიონ. კიდევ უფრო მეტად უნდა დასუსტდეს "ნაციონალური მოძრაობა". დღეს თუ 40 კაცი იკრიბება, მგონი 40 კაციც ზედმეტია ხაბეიშვილისთვის და მისი მეგობრებისთვის“,- აღნიშნავს კობახიძე.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო