ირაკლი კობახიძე - აშშ-ში პოლარიზაციის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხია, უამრავ ევროპულ ქვეყანაში პარტიები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან - ასეთ პირობებში ჩვენთვის რაღაც საყვედურის თქმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

საქართველოში დღეს პრობლემა არის რადიკალიზაცია და არა პოლარიზაცია, თუმცა მადლობა ღმერთს და „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს რადიკალიზმის ხარისხი არის თვისებრივად შემცირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, უამრავი ევროპული ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები ელემენტარულად ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ასეთ პირობებში პოლარიზაციასთან დაკავშირებით ჩვენთვის „საყვედურის თქმა“, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„თვითონ ტერმინი „პოლარიზაცია“ არ გამოხატავს სათანადოდ იმ მოცემულობას, რომელიც საქართველოშია. სინამდვილეში, საქართველოში პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი, რომლითაც ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს. ანუ, რადიკალიზაცია არის პრობლემა და არა პოლარიზაცია. თუმცა, დღეს რადიკალიზაციის რესურსიც არის მიზერული. ამასაც ხედავს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება.

რაც შეეხება პოლარიზაციას - აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის პოლარიზაციის უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხი. არის უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები ელემენტარულად ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის რაღაც საყვედურის თქმა და ასე ქვეყნის ბრენდირება არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა