ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“ და როცა შიმშილობას დაიწყებს, ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბადრი ესებუას დაკავების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“. აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ბადრი ესებუა ზუგდიდში აიყვანეს. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება. ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია