არმაზ ახვლედიანი - დღეის მდგომარეობით, ძალიან მცირეა საქართველოსთვის შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

ძალიან დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით, ძალიან მცირეა საქართველოსთვის შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, რომ ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ამას, მათი პოლიტიკური ნება სჭირდება.

„თვე-თვეს მიჰყვება, წელი ისე დასრულდება, რომ ნაკლები იმედია ამ გადასახედიდან, რომ რამე არსებითად შეიცვლება. გასაგებია, რომ უმთავრესი პასუხისმგებლობა თქვენზეა, თქვენ ხართ ახლა საჭესთან, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში ოპოზიცია თანამმართველია მაინც და შესაბამისად, ის იზიარებს პასუხისმგებლობას. მე და სხვებს გვსურს, რომ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, მაგრამ არ გაგვაჩნია ბერკეტი, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესზე. დღეს ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია რადიკალურად შემოაბრუნოს ამ გზაზე სვლა და საქართველოს მოუპოვოს ნანატრი რამ, ევროპაში მყარად ინტეგრირების პერსპექტივა, თქვენ ხელშია. თქვენ კი მართალია კარგად დაბეჭდილ წიგნში, თუ ბროშურაში ჩამოწერილი გაქვთ რა როგორ გაკეთდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება აღმოვაჩენთ, რომ არსებითად ვერც ვერაფერი გაკეთებულა, რადგან ჩვენ მივდივართ არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, ჩვენ მივდივართ არა დემოკრატიული რეფორმებისკენ, არამედ, ვშორდებით დემოკრატიას, იგივე ეხება ადამიანის უფლებებს და სხვა სფეროებს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა