ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, სახალხო დამცველის არჩევა მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება - არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ არ გაამართლა, სერიოზული მინუსები დავინახეთ

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება სახალხო დამცველის არჩევა. აქ პოლიტიკური კონსულტაციები იქნება, არ გაამართლა [არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ], სერიოზული მინუსები დავინახეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არ იქნებიან.

„ჩვენ კანდიდატის დასახელებას არ ვფიქრობთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებობს რესურსი კონსენსუსის მისაღწევად. ამ საკითხის გარშემო თვის ბოლომდე დაიწყება კონსულტაციები. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება სახალხო დამცველის არჩევა. აქ იქნება პოლიტიკური კონსულტაციები, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. არც წინა შემთხვევაში, არც ბოლო შემთხვევაში არ გაამართლა [არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ], სერიოზული მინუსები დავინახეთ, კლანური პრინციპით წარმოგვიდგინეს სამი კანდიდატი, შემდეგ ეს კლანი და მათთან დაკავშირებული ოპოზიცია ხმაშეწყობილად ითხოვდა ულტიმატუმის ფორმით მხოლოდ ამ სამი კანდიდატის დასახელებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი კანდიდატიდან ზოგს ჰქონდა პრობლემა კეთილსინდისიერების და კომპეტენციის ნაწილში. ამ ყველაფერმა არ გაამართლა. რადგან, ეს პარლამენტია, პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ორგანოა, კონსულტაციები უნდა გამართონ პარტიებმა და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - აღნიშნავს კობახიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა