ირაკლი კობახიძე - არარეალურია, რომ სააკაშვილმა ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები აღიაროს, წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს

აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის აღიარების რესურსი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ „მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“.

„რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს? სერგო თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელაშვილის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც შეიძლება რაღაც ოცნებების სფეროდან იყოს, მაგრამ აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით