ირაკლი კობახიძე - 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 29 000-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურ მაჩვენებლად

10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 29 000 -ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურ მაჩვენებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 600 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ამის გამო მიგრაციის ინტერესი არსებობს.

„მიგრაცია არის გამოწვევა, ჩვენ გვინდა, რომ დადებითი მიგრაციული სალდო გვქონდეს. იმაზე მეტი შემოდიოდეს საქართველოში ვიდრე გადის ქვეყნიდან. გასული წლების განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს მთლიანობაში 29 000 მინუსი, ანუ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო. ამ 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 29 000 -ით მეტით გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურ მაჩვენებლად, თუ ჩვენ მაგალითად: ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკას გადავხედავთ. მაგალითად: ლიეტუვა და ლატვია, მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიეტუვაში 600 000-ით შემცირდა და ლატვიაში 400 000-ით. ეკონომიკა პირობითად შვედეთში 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, როცა არის ასეთი დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მიგრაციისკენ ინტერესი არის. საშუალო ხელფასი საქართველოში თუ არის 1200 ლარი, მაგალითად, გერმანიაში შეიძლება იყოს 2000 – 3 000 ევრო.

საქართველოში ჯერ კიდევ 600 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ასეთ პირობებში მიგრაციის ინტერესი არის. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ტემპის შენარჩუნებაა, 10 000 დოლარიან ნიშნულს რომ გადავცდეთ და ამის ძალიან რეალური მოცემულობა 2027 წელს გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა