ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის კულტურის კომიტეტს გელათთან დაკავშირებით 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ჰქონია

„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის კულტურის კომიტეტს გელათთან დაკავშირებით 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ჰქონია.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვისას განაცხადა, ეს იყო კულტურის კომიტეტის პირველი და ბოლო აქტივობა.

„კომიტეტის ფუნქციაა ზედამხედველობის განხორციელება აღმასრულებელ სტრუქტურაზე, რომელმაც გელათის რეაბილიტაციის პროცესი ისე წარმართა, რომ გელათი იმ სახით, რა სახითაც ის დიდმა მეფემ ააშენა და რა სახითაც დიდი სისხლისა და ოფლის ფასად ჩვენამდე მოიტანეს, უკვე დავკარგეთ. თუ კომიტეტი და პარლამენტი ამაზე რეაგირებას არ აპირებს, არ ვიცი, ამაზე უფრო მეტად რაზე შეიძლება ერთად ვიმუშაოთ. ახლა მაინც მოგმართავთ თხოვნით - გელათი იმსახურებს იმას, რომ გადარჩეს და როცა შეგვიძლია, ვალდებული ვართ, რომ ის გადავარჩინოთ. ბოლო აქტივობა, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გელათთან დაკავშირებით განახორციელა, 2021 წლის 15 იანვარს იყო. ამის შემდეგ კომიტეტს გელათთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია - ეს იყო მისი ერთადერთი და ბოლო აქტივობა. მივმართე კომიტეტს, თუ მოიკითხა მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, თუ ჩაატარა მოსმენა და განმეორებით თუ ავიდა. ოფიციალური პასუხის მიხედვით, 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ პარლამენტის კულტურის კომიტეტმა არაფერი გააკეთა. გელათი უნდა გადარჩეს და ამაზე პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, 2021 წლის 15 იანვარს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, რომელსაც იმ პერიოდში თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ქუთაისში გასვლითი სხდომა გამართა და გელათი ადგილზე მოინახულა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა