არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილზე - წინა გინესის რეკორდი, რომელიც მათ დაამყარეს, იყო 8-თვიანი ბოიკოტი, შემდეგ ეცადნენ, მაგრამ ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა, ახლა ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ბოიკოტი

პოლიტიკური უვიცობა და ალბათ, გაკოტრებული თამაშია, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე აცხადებ, რომ პარლამენტში და საკრებულოებში აღარ გამოხვალ სიტყვით და აღარ აპირებ საქმიანობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს აუცილებლად აისახება საარჩევნო შედეგებზე.

„წინა გინესის რეკორდი, რომელიც მათ დაამყარეს, იყო 8 - თვიანი ბოიკოტი, შემდეგ ეცადნენ, მაგრამ ეს რეკორდი ვერავინ მოხსნა, ახლა ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ბოიკოტი. საერთოდ, მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური უვიცობა და ალბათ, გაკოტრებული თამაშია, წინასწარ გეტყვით, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე აცხადებ, რომ პარლამენტში და საკრებულოებში აღარ გამოხვალ სიტყვით და აღარ აპირებ იქ საქმიანობას, ეს აუცილებლად აისახება არჩევნებში საბოლოო შედეგებზე და ეს რადიკალური ოპოზიცია იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, რომელმაც აქ შემოიყვანა. ეს არის პირდაპირ სიგნალი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მაქსიმალურად დაიკავონ სივრცე, რაც ხელოვნურად და ზოგჯერ ძალადობით ეკავა რადიკალურ ოპოზიციას. შემდეგ არჩევნებში მჯერა საზოგადოება განსხვავებულ არჩევანს გააკეთებს ოპოზიციასთან მიმართებით,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა