ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მედია გაშუქების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში 4 ტელეარხის - „იმედის“, „TV პირველის“, „პალიტრანიუსის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების, ასევე, სამი საინფორმაციო სააგენტოს - Intepressnews.ge-ის, pia.ge-ის და tabula.ge-ის მონიტორინგი განხორციელდა.

მონიტორინგი 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა.

„მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ხასიათის ქართული მედიასაშუალებებისთვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. აღნიშნული საკითხი ყველაზე ხშირად და განსხვავებული ინტერპრეტაციით სხვადასხვა მედიასაშუალებამ გააშუქა.

სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის.

ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. თუმცა, თავად საკითხი ტელემაყურებლისთვის მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით არ მიუწოდებია. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მთავარ ხელისშემშლელ აქტორად.

„ტელეკომპანია პირველმა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა დაბალი ინტენსივობით და ცალმხრივად გააშუქა. სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, ტოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო, როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12 პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს. თუმცა, ნიუსების უმრავლესობა ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა ზედაპირული განცხადებები იყო. საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა, თუმცა, ხელისუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას, როგორც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ისე პოლიტიკურ თოქ-შოუებში.

ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით. რაც შეეხება interpressnews.ge–ს - აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს. გაშუქების ტონი უმეტესად ნეიტრალური, თუმცა ზედაპირული იყო.

ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა. მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან კოორდინაციით ხორციელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა