დავით უსუფაშვილი - ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ბოლოს ალბათ იმით შეფასდება, შევძელით თუ არა ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის შედგენისას პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაცია უნდა გაიმართოს და მათი სათქმელიც გაახმოვანოს.

„მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა სულ ბოლოს რომ შეფასდება, ალბათ შეფასდება იმით, შევძელით თუ არა ჩვენ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქამდე ვიღაცამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიღაცამ ნატო-ს კარზე დააკაკუნა, ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ასე შემდეგ, ანუ ეპოქალური მოვლენები მოხდა. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არა მარტო გასული წელი, არამედ მომავალი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

შარშან კარგი გავაკეთეთ, რომ მივმართეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოვიდგინოთ ამ მიმართვისას ჩვენ რომ ვყოფილიყავით შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების პროცესში და არა იმ ვითარებაში, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ ფეხი ითრია და არ შეუერთდა ამ დოკუმენტს, რამაც დღევანდელ მმართველ პარტიას ამ შეთანხმებიდან გამოსვლის საბაბი მისცა. ამიტომ აღმოვჩნდით იმ ვითარებაში, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების პროცესში კი არ ვიყავით, რომელიც ავტომატურად ყველაზე წინ დაგვაყენებდა და მივიღებდით ამ სტატუსს, არამედ უკან დაგვხია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 12 პუნქტთან დაკავშირებული მსჯელობა და კონსენსუსი, რომელიც ქვეყანას ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა