დავით უსუფაშვილი - გინდოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები თავიდან მოგეშორებინათ და ყველა კანდიდატი ჩავარდნილიყო, რადგან იმ საბჭოში არამოსამართლე წევრების ყოფნის ინტერესი არ გაქვთ

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით სიმართლე არის ის, რომ თქვენს მიერვე შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესოდ მიჩნეული კანდიდატები თქვენვე დაიწუნეთ - მოდი, ამაზე ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა არ გვინდა! - ამ განცხადებით „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა.

უსუფაშვილმა ამავე კონტექსტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, დეკემბრის ბოლოს მმართველ გუნდს სურდა, საბჭოს წევრობის კანდიდატები თავიდან მოეშორებინათ და ყველა კანდიდატი ჩაეგდოთ, რადგან საბჭოში არამოსამართლე წევრების ყოფნის ინტერესი არა აქვთ.

„ჩვენ შევეცადეთ პროცესი გადაგვერჩინა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი საგაზაფხულო სესიაზე გადმოვიტანეთ. მართლა საქმიანად და შედეგზე ორიენტირებულად მოგმართავთ: - იმისთვის, რომ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგას წინ კანდიდატობის სტატუსის მოსაპოვებლად, 30 კანდიდატში მოიძებნება ხალხი, ვისი არჩევაც იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში ორივე მხარეს თამამად შეგვიძლია. ბევრია ხალხი, ვისაც კონსენსუსის მოგროვების პოტენციალი აქვს, უბრალოდ ვერ შეგპირდებით, რომ იქ ისეთი ხალხი იქნება, ვინც მუდმივად ან ერთ მხარეს დაუკრავს ტაშს ან მეორე მხარეს. ამაზე შეთანხმება გზას გაგვიხსნის სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმებისკენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ