ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ აცხადებს და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეაქვს, რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში გაიმართა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 150 000 ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებს კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.

„შემდგომი საფეხური მოიცავს პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას, რომელიც გულისხმობს პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და ინფორმაციას გუნდის შესახებ. განაცხადების შეფასებას განახორციელებენ საერთაშორისო ექსპერტები და შეფასდებიან, როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდება 50 ფინალისტი. ისინი გაივლიან 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“, რათა მოემზადონ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.

თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის