„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს, 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, ასევე სოფელ გლდანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.