„აღმოაჩინე შენი პროფესია“ - SANGU აბიტურიენტებს საინტერესო სიახლეს  სთავაზობს

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, SANGU-ს ახალი პროექტი, „აღმოაჩინე შენი პროფესია“ 18 თებერვლიდან დაიწყება, რომლის უმთავრესი მიზანი აბიტურიენტებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებაა.

„ძალიან ხშირია, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლემ არ იცის, სად და რაც მთავარია, რომელ სასწავლო პროგრამაზე ჩააბაროს. სწორედ ამიტომ, SANGU-მ მიიღო გადაწყვეტილება, გაიზიაროს პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოს მომავალ თაობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში SANGU სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია/სემინარებს გამართავს.

2023 სასწავლო წელს მიღება გამოცხადებულია შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ინგლისური ფილოლოგია, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა).

პროექტის შესახებ დეტალურად SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დავით გორგიაშვილი საუბრობს.

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი რთულია სკოლის დამთავრებისთანავე პროფესიის შერჩევა და ნამდვილი ინტერესების პოვნა. ამ საკითხში აბიტურიენტებისა და უფროსი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, SANGU-მ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ გრძელვადიანი პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს (10+ კლასი) საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ მათთვის სასურველ კურსებს. ეს აქტივობები მოზარდებს დაეხმარება, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. SANGU-ს ლექცია/სემინარები ორიენტირებულია, ახალგაზრდებს მისცეს მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტები, რათა სიღრმისეულად გაერკვნენ საკუთარ ინტერესებში და ამის საფუძველზე მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. თითოეული კურსი შედგენილია პროგრამების ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების მიერ“,- განაცხადა მან.

პროექტი გამოყენებითი ფსიქოლოგიის ტრეინინგ კურსით გაიხსნება. პირველი შეხვედრა 18 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და კვირაში ერთ შეხვედრას მოიცავს. შემდეგი იქნება ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსი, რომელიც ანალოგიურად 4 შეხვედრას მოიცავს. რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/83u10rO“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა