თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეფასდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარისხის გარე შეფასება საერთაშორისო, დამოუკიდებელმა და მაღალკვალიფიციურმა ბრიტანელმა ექსპერტმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.

„შეფასებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზოგადად შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს. მიღებული შეფასება სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად აკმაყოფილებს გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

ექსპერტის მიერ ხაზი გაესვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მიიღო შეთავაზება CMIIA-ს კვალიფიკაციის მინიჭებაზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის დანერგვის შემდგომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი პირველია, ვინც მსგავსი დონის საერთაშორისო შეფასება მიიღო. მანამდე უმაღლესი შეფასება მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა