„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს

ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებაა.

აქციის მონაწილეები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და სკანდირებენ “მკვლელო”.

მათივე თქმით, ყველა, ვინც სააკაშვილის საპატიმროში დატოვების პროცესის მონაწილეა, მისი მკვლელია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

“უნდა იგრძნონ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ყველას მივაკითხავთ და ყველა აგებს პასუხს”, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვს სამინისტროს შენობასთან ასასვლელი კიბე.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა