მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხელშეწყობას, რაც გარდაუვალი წინაპირობაა საქართველოს საბოლოო მიზნის მისაღწევად

საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესისათვის და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის, რაც პარლამენტის კომიტეტების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ 2022 წელს , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა, სრული მხარდაჭერით მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია, რომლითაც მტკიცედ გამოხატა საქართველოს ევროკავშირში დროული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპი, დამოკიდებული იქნება საქართველოს თავსებადობაზე ევროკავშირთან, რომელსაც ქმნის სწორედ საკანონმდებლო პროცესი. ამ კონტექსტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება.

„კანონები ქმნიან პოლიტიკას და პოლიტიკას ვქმნით ჩვენ აქ, საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის, რაც ქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველს და ეს არის ის, რაც საქართველოს ხდის თავსებადს ევროკავშირთან, რის გარეშეც ნებისმიერი საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე იქნებოდა ზედმეტი", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ის განმარტავს, ევროკავშირის გაფართოების ახალი შესაძლებლობებისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებს. შესაბამისად, განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა გაწეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან საპარლამენტო კავშირების გასაძლიერებლად.

„2022 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ისტორიული მნიშვნელობის წლად დარჩება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მომავალს ევროკავშირში პერსპექტივა გაეხსნა საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე და ახლა შემდგომ ეტაპებზე უნდა ვიზრუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დესტრუქციული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას არ ერიდებიან რიგი პოლიტიკური ძალები, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესი მიეღწია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით, შეძლო შეეტანა წვლილი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საჭირო ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხელშეწყობას, რაც გარდაუვალი წინაპირობაა საქართველოს საბოლოო მიზნის მისაღწევად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა