ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს - ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა, მადლობა

ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.

„ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს.

ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება