"ლელოს" ლიდერებმა თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს და თურქეთის ელჩს მიუსამძიმრეს

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია საქართველოში თურქეთის საელჩოში იმყოფებოდნენ. მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს თურქი ერის მიმართ და თურქეთის ელჩს საქართველოში პირადად მიუსამძიმრეს.

ელჩთან შეხვედრის შემდეგ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში „ლელოს" ოფისები აქტიურად არიან ჩართულები ჰუმანიტარულ კამპანიაში თურქი ხალხის დასახმარებლად და ინტენსიურად მიმდინარეობს ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება.

„ჩემი სოლიდარობა თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკას. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ქვეყანა და "ლელო" თქვენს გვერდით დგას. საელჩოსთან შეთანხმებით, პირადად მე და ბადრი ჯაფარიძე უმოკლეს ვადაში უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას და მიწოდებას, რათა დავეხმაროთ თურქ ხალხს", - განაცხადა მედიასთან „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყველა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ და დავეხმაროთ თურქ ერს ამ ურთულეს დროს.

„სამძიმარს ვუცხადებთ თურქ ხალხს იმ უზარმაზარი ტრაგედიისა და მსხვერპლის გამო, რაც თურქეთში, დამანგრეველ მიწისძვრას მოჰყვა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ძალიან მძიმე წუთებში ჩვენს მეგობარ ერს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ ჰუმანიტარული ტვირთით".

ამ დროისთვის საქართველოს 5 ქალაქშია გახსნილი „ლელოს" ჰუმანიტარული დახმარების პუნქტები, სადაც თურქეთის საელჩოსთან კოორდინაციით ხდება ჰუმანიტარული ტვირთების მობილიზება და ლოჯისტიკა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა