„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა შეხვედრები ევროპული პოლიტიკის ცენტრში გამართეს

8 თებერვალს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის და გენერალური მდივნის მამუკა გამყრელიძის შეხვედრა გაიმართა ევროპული პოლიტიკის ცენტრის წამყვან ანალიტიკოსთან ამანდა პოლისთან.

პარტიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ამანდა პოლისთან შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.

„ევროპული პოლიტიკის ცენტრის წამყვან ანალიტიკოსთან შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბრიუსელში აქვთ დამოკიდებულება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მათ განსაკუთრებით აშფოთებთ მწვავე პოლარიზაცია, დემოკრატიული პროცესების და საარჩევნო, სასამართლო, ანტოკორუფციული რეფორმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანი პუნქტებია ევროკომისიის რეკომენდაციებში.

ამანდა პოლის შეფასებით, პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

შეხვედრაზე მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პრობლემების მიუხედავად, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი.

ამანდა პოლისთან შევთანხმდით მომავალში მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების და ბრიუსელში მოქმედი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დაახლოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა