გრიგორი კარასინი - ახლა დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას იწყებს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო - ეს არის თამაშის ახალი წესები

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

კარასინი აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს „ხელების გადაგრეხას“ იწყებს რუსეთთან „მშვიდი ურთიერთობის გამო“.

„როგორც შეიძლება მოელოდეთ, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს! ამაზე კომენტარის გაკეთება აზრი არ აქვს!,- წერს კარასინი „ტელეგრამზე“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის