ადვოკატი - ბადრი ესებუა არანაირ ბრალს - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. ის არანაირ ბრალს - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბადრი ესებუამ მას უთხრა, რომ მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხის გამო ის იმალებოდა.

"რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა",- დასძინა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, თუ სად იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ამაზე არ უსაუბრია.

"მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, შესაბამისად, დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, ზოგადად ვისაუბრეთ“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა