ლევან ბეჟაშვილი - აქციები კიდევ უფრო მზარდი იქნება - საბოლოოდ დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაძევებით

„ქართულმა ოცნებამ “ პოლიტიკური შურისძიება გვერდზე უნდა გადადოს და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება. პროტესტი უწყვეტი და თანმიმდევრული იქნება.

„აქციების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, ვინაიდან, საქართველოს საზოგადოება ვერ შეეგუება 21-ე საუკუნეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ქართულმა ოცნებამ “ პოლიტიკური შურისძიება გვერდზე უნდა გადადოს და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

გარდა ამ პრობლემისა ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს: სოციალური, ეკონომიკური... ეს პრობლემები თავს მოიყრის და საბოლოოდ დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაძევებით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა